ჰიტცფელდი: "რიბერისა და რობენს კიდევ 1 წელი შეუძლიათ თამაში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰიტცფელდი: "რიბერისა და რობენს კიდევ 1 წელი შეუძლიათ თამაში"


ჰიტცფელდი:

მიუნხენური გრანდის ლეგენდარული თავკაცი, ოტმარ ჰიტცფელდი, მიიჩნევს, რომ "ბაიერნმა" არიენ რობენთან და ფრანკ რიბერისთან მოქმედი კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს.

"ეს მარტივი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის. ჩემი ინტუიცია კი მკარნახობს, რომ მათ ერთი წელი კიდევ შეუძლიათ კარგად თამაში.

იმედი მაქვს, რომ მათი თამაშის ცქერის საშუალება მომდევნო სეზონშიც მექნება", - განაცხადა ჰიტცფელდმა.

34 წლის ლეგენდარული ვინგერების ხელშეკრულება სეზონის ბოლოს იწურება და "რეკორდმაისტერს" საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები