რამოსი: "ეს რეალია და ჩვენ მკვდრებად არასდროს განვიხილებით!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამოსი: "ეს რეალია და ჩვენ მკვდრებად არასდროს განვიხილებით!"


რამოსი:

ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ სერხიო რამოსმა კომენტარი გააკეთა.

მადრიდის "რეალმა" "პარი სენ ჟერმენი" მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

"უნდა დავივიწყოთ გასული დღეები. ასეთი შეხვედრის მოგება მნიშვნელოვანია, მოგებათა სერიების დასაწყებად. იმედი მაქვს, რომ ამ გზას შევინარჩუნებთ. ეს "რეალია", რომელიც არასდროს არ განიხილება მკვდრად.

ჩვენ გვსურს, რომ კვლავ დავიცვათ ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონების სტატუსი.

პარიზში, დაშვებულმა მინიმალურმა შეცდომამ შესაძლოა 1/8 ფინალიდან გამოგვთიშოს, ასე რომ 100%-ით კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.

1/4 ფინალისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა, განმეორებითი მატჩისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ", - განაცხადა რამოსმა.

იყო თუ არა პენალტი, როდესაც რამოსს ხელზე მოხვდა ბურთი?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები