ემერი: "მსაჯმა პენალტი საეჭვო სიტუაციაში დანიშნა და რამოსის ხელის დროს პირიქით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ემერი: "მსაჯმა პენალტი საეჭვო სიტუაციაში დანიშნა და რამოსის ხელის დროს პირიქით"


ემერი:

"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ შეხვედრა შეაფასა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში "რეალმა" ფრანგული გუნდი მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

"პირველი ნახევრის ბოლოს, ჩემი გუნდი შესანიშნავად ასპარეზობდა, თუმცა შემდეგ პენალტით, "რეალმა" წონასწორობა აღადგინა და ამან მეტოქეს დიდი ძალა მისცა. ვფიქრობ, რომ ეს თერთმეტმეტრიანი საეჭვო სიტუაციაში დაინიშნა.

"პარი სენ ჟერმენმა" დიდებული მატჩი ჩაატარა, თუმცა შედეგი უსამართლოა. ასევე, იყო რამოსის ეპიზოდიც ,როდესაც მას საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა. აქაც ჩვენ ვიზარალეთ, რადგან პენალტი ვერ მივიღეთ.

მსაჯის მოვალეობაა, რომ ასეთ დროს სასტვენი გამოიყენოს, თუმცა ეს არ მოხდა. ვფიქრობ, რომ ამ შედეგს არ ვიმსახურებდით.

"რეალმა" ბოლო 4 სეზონში, 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თუმცა სახლში მათი დამარცხება შეგვიძლია.

ჩვენი ფანების წინ, გვექნება შანსი, რომ "რეალს" პრობლემები შევუქმნათ", - განაცხადა ემერიმ.

იყო თუ არა პენალტი, როდესაც რამოსს ხელზე მოხვდა ბურთი?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები