ზიდანი: "90 წუთი კიდევ დარჩა და წინ რთული მატჩი გველის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი: "90 წუთი კიდევ დარჩა და წინ რთული მატჩი გველის"


ზიდანი:

დღევანდელი მატჩის შემდეგ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მადრიდის "რეალმა" "პარი სენ ჟერმენი" სახლში მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

"1/8 ფინალური ეტაპი ჯერ დასრულებული არ არის, რადგან წინ კიდევ 90 წუთია სათამაშო.

რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ, რადგან დიდებული შეხვედრა ჩავატარეთ. მადლობა ფანებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან.

დღეს მოხარულები ვართ, თუმცა 3 კვირაში განმეორებითი შეხვედრაა და ვიცით, რომ პარიზში იოლი თამაში არ იქნება.

რატომ იყო ისკო ძირითადში და არა ბეილი? დიდებული შეხვედრა იყო და პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე კარგად გამოვიყურებოდით. ეს გამარჯვება ყველას დამსახურებაა. ისკომ იდეალურად ითამაშა და ის ბურთის მოპოვებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ცენტრში ჩვენ 4 ფეხბურთელი გვყავდა, "პსჟ"-ს კი სამი. ამიტომ ავირჩიე ისკო სასტარტო 11-ეულისთვის.

ემერიმ მსაჯებზე ისაუბრა? არ მსურს, ამ ფაქტზე კომენტარის გაკეთება.

ჩვენ ახლა მოხარულები უნდა ვიყოთ, რადგან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კარგი შედეგი დავაფიქსირეთ.

ზუსტად ისევე მოვემზადებით, პარიზის შეხვედრისთვის, როგორც დღევანდელი შეხვედრისთვის ვემზადებოდით. ეს დიდებული მატჩი იქნება", - განაცხადა ზიდანმა.

იყო თუ არა პენალტი, როდესაც რამოსს ხელზე მოხვდა ბურთი?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები