რონალდუ: "ეს ჩემპიონთა ლიგაა და ჩვენ გამოცდილება გვაქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ: "ეს ჩემპიონთა ლიგაა და ჩვენ გამოცდილება გვაქვს"


რონალდუ:

კრიშტიანუ რონალდუმ დღევანდელ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

ჩემპიონთა ლიგის მატჩში "რეალმა" "პარი სენ ჟერმენი" 3:1 დაამარცხა, სადაც პორტუგალიელმა ორი გოლის გატანა შეძლო.

"რეალმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

თამაში კარგად დავიწყეთ, თუმცა გოლი საკუთარ კარში მივიღეთ. ამან არ გაგვტეხა, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა და "რეალს" დიდი გამოცდილება აქვს.

შეხვედრა 90 წუთი გრძელდება და გვსურდა, რომ "ბერნაბეუზე" კარგი შედეგი გვეჩვენებინა. ბოლო წუთებზე გატანილმა ორმა გოლმა განმეორებითი მატჩისთვის, კარგი უპირატესობა შეგვიქმნა.

ვიცოდით, რომ "პსჟ"-ს სახიფათო შემტევები ჰყავდა და ამის გამო ვცდილობდით, რომ ბურთზე კონტროლი დაგვემყარებინა და მათთვის შეტევაში წასვლის შანსი არ მიგვეცა.

მეორე ნახევარში, თავიდან ოდნავ ვიცდიდით, შემდეგ კი მეტოქეს ვაჯობეთ და მომენტებიც შევქმენით", - განაცხადა რონალდუმ.

იყო თუ არა პენალტი, როდესაც რამოსს ხელზე მოხვდა ბურთი?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები