კლოპი: "1/4 ფინალისტის ბედი ჯერ არ გარკვეულა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლოპი: "1/4 ფინალისტის ბედი ჯერ არ გარკვეულა"


კლოპი:

ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ლივერპული" "პორტოს" ესტუმრა და მეტოქე 5:0 დაამარცხა.

შეხვედრა იურგენ კლოპმა შეაფასა.

"გუნდმა ისე ითამაშა, როგორც საჭირო იყო და ეს კარგია. მომენტები "პორტოსაც" ჰქონდა, თუმცა ჩვენ ჩვენი ეპიზოდები სწორად გამოვიყენეთ.

სალაჰი? უკვე აღვნიშნე, რომ ეგვიპტელს შესანიშნავი სეზონი აქვს და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ბოლო დღეებში მასზე ხშირად ვსაუბრობთ, თუმც ვფიქრობ, რომ დღეს სადიო მანემაც კარგი თამაში აჩვენა და რობერტო ფირმინომაც. ვულოცავ მათ, თუმცა ამავდროულად ვიმედოვნებ, რომ სალაჰი გოლების გატანას არ შეწყვეტს.

რა თქმა უნდა, ჯერ 1/4 ფინალისტის ბედი არ გარკვეულა. "პორტოსთან" სტუმრად კარგი შედეგი დავაფიქსირეთ და ეს "ენფილდზე" გასამართი მატჩის წინ კარგ უპირატესობას გვაძლევს.

ფანებს, განმეორებით მატჩში სანახაობას შევთავაზებთ და 100%-ით დავიხარჯებით", - განაცხადა კლოპმა.

ასევე, იხილეთ - სალაჰის სასწაული გოლი ტოტენჰემთან

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები