კეჰილი მეისონის კარიერის დასრულებაზე: "განადგურებული ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კეჰილი მეისონის კარიერის დასრულებაზე: "განადგურებული ვარ"


კეჰილი მეისონის კარიერის დასრულებაზე:

ჰალ სიტის" ნახევარმცველი რაიან მეისონი იძულებული გახდა, რომ საფეხბურთო კარიერისთვის თავი დაენებებინა.

26 წლის ინგლისელმა, რომელიც ეროვნულ ნაკრებშიც მოღვაწეობდა, 2017 წლის იანვარში მძიმე ტრავმა მიიღო.

"ჩელსისა" და "ჰალის" შეხვედრაში ის გარი კეჰილს დაეჯახა, რის შედეგადაც თავზე ძლიერი დარტყმა მიიღო. მას შემდეგ, მეისონი მოედანზე არ დაბრუნებულა.

გარი კეჰილი ამ ფაქტს გამოეხმაურა: "რაიანის ამბის გაგების შემდეგ განადგურებული ვარ. კუთხურის დროს ორთაბრძოლა ფეხბურთელს ხშირად უწევს და დასანანია, როდესაც ეს ეპიზოდი ასეთი ამბით სრულდება. მინდა, რომ რაიანს მომავალში წარმატებები ვუსურვო."

იხილეთ შეჯახების ეპიზოდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები