ატლეტიკომ კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუშვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ატლეტიკომ კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუშვა


ატლეტიკომ კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუშვა

მადრიდის "ატლეტიკომ", მოგეხსენებათ, ორი დღის წინ, ნახევარმცველები, იანიკ ფერეირა-კარასკო და ნიკოლას გაიტანი ჩინურ "დალიან იფანში" გაყიდა.

ასე და ამგვარად, "როხიბლანკოს" რიგები კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა - მეკარე, მიგელ ანხელ მოია კარიერას "რეალ სოსიედადში" გააგრძელებს.

როგორც ბასკური კლუბის პრესსამსახური იტყობინება, კლუბებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს და გოლკიპერი "სოსიედადს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მოია "სოსიედადის" ღირსებას 2020 წლის ზაფხულამდე დაიცავს. ფეხბურთელმა 27 თებერვალს მადრიდში გაიარა სამედიცინო შემოწმება. დღეს იგი სან სებასტიანს ეწვევა და გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშებს.

მოია "ატლეტიკოს" 2014 წელს "ხეტაფედან" შეუერთდა. მიმდინარე სეზონში 33 წლის მეკარეს ლა ლიგაში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები