გუანჩჯოუ ევერგრანდმა ატლეტიკოს ექს-ფორვარდს კონტრაქტი გაუწყვიტა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გუანჩჯოუ ევერგრანდმა ატლეტიკოს ექს-ფორვარდს კონტრაქტი გაუწყვიტა


გუანჩჯოუ ევერგრანდმა ატლეტიკოს ექს-ფორვარდს კონტრაქტი გაუწყვიტა

თავდამსხმელმა, ჯექსონ მარტინესმა "გუანჩჯოუ ევერგრანდთან" კონტრაქტი გაწყვიტა, იტყობინება Goal.com.

მხარეებმა თანამშრომლობის შეწყვეტა ორმხრივი შეთანხმების შედეგად გადაწყვიტეს.

შეგახსენებთ, 31 წლის ფეხბურთელი ჩინურ კლუბში 2016 წლის ზამთარში 42 მილიონ ევროდ "ატლეტიკოდან" გადავიდა. აზიაში კოლუმბიელი ყოველწლიურად ხელფასის სახით 12,5 მილიონს იღებდა.

"გუანჩჯოუ ევერგრანდის" რიგებში მარტინესმა ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები