"დამთაგეთ მაინც" - გიორგი ჭანტურია საქართველოს ნაკრებში არ გამოძახებას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"დამთაგეთ მაინც" - გიორგი ჭანტურია საქართველოს ნაკრებში არ გამოძახებას გამოეხმაურა



ცოტა ხნის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძის სახით, ერთი დებიუტანტია. ვაისმა საქართველოს ნაკრებში "ურალის" შემტევი გიორგი ჭანტურია არ გამოიძახა.

საბა კვერკველიას მიერ გავრცელებულ ფოტოზე, ჭანტურია მის ნაკრებში არ გამოძახებას სახალისოდ გამოეხმაურა და დაწერა: "მე დამთაგეთ მაინც."

შეგახსენებთ, რომ ვაისის გუნდი ამხანაგურ მატჩებს მარტის თვეში ლიტვის და ესტონეთის ნაკრებებთან გამართავს.

"დამთაგეთ მაინც" - გიორგი ჭანტურია საქართველოს ნაკრებში არ გამოძახებას გამოეხმაურა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები