სიტის დირექტორი: "სხვა ქვეყნის გუნდთან თამაში გვინდოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიტის დირექტორი: "სხვა ქვეყნის გუნდთან თამაში გვინდოდა"


სიტის დირექტორი:

"მანჩესტერ სიტის" სპორტულმა დირექტორმა, ჩიკი ბეგირისტაინმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "ლივერპულთან" შეხვედრაზე განცხადება გააკეთა.

"ჩემპიონთა ლიგაზე შეცდომის დაშვების ადგილი არ არის. ყველამ თანმიმდევრულად უნდა იმუშაოს, ორივე შეხვედრაში იდეალურად ასპარეზობაა საჭირო".

"ვიცით, რამდენად ძლიერია "ლივერპული" - ჩემპიონატში შინ დაგვამარცხეს, თუმცა ჩვენც შევძელით მათი დამარცხება საკუთარ სტადიონზე. ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, შემტევი გუნდი ჰყავთ".

"ორი ფანტასტიური თამაში და შესანიშნავი საფეხბურთო სპექტაკლი გველოდება. მოგზაურობა გვიყვარს და რა თქმა უნდა, სხვა ქვეყანაში გამგზავრება გვსურდა, მაგრამ რაც არის, არის", - ციტირებს ბეგირისტაინის სიტყვებს "მანჩესტერ სიტის" თვითერის ოფიციალური გვერდი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები