კლოპმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მანჩესტერ სიტისთან შეხვედრაზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლოპმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მანჩესტერ სიტისთან შეხვედრაზე ისაუბრა


კლოპმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მანჩესტერ სიტისთან შეხვედრაზე ისაუბრა

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, "წითლები" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდებიან.

"ინგლისის ჩემპიონატში "მანჩესტერ სიტი" ერთხელ დავამარცხეთ, ერთხელ კი დავმარცხდით", - ციტირებს უეფას პრესსამსახური კლოპის სიტყვებს.

"ვფიქრობ, "ქალაქელები" "ლივერპულს" ხელსაყრელ მეტოქედ არ მიიჩნევდნენ. ჩვენთვის ეს იმას ამტკიცებს, რომ ძლიერები ვართ", - დასძინა იურგენმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები