რომას დირექტორი: "არ შეიძლება იმის თქმა, რომ არ გაგვიმართლა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომას დირექტორი: "არ შეიძლება იმის თქმა, რომ არ გაგვიმართლა"


რომას დირექტორი:

"რომას" სპორტულმა დირექტორმა, რამონ როდრიგეს მონჩიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, იტალიური კლუბი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

"არ შეიძლება იმის თქმა, რომ არ გაგვიმართლა. ყველაზე რთული მეტოქე შეგვხვდა, მსოფლიოში საუკეთესო გუნდი".

"ამ სტადიაზე სუსტი მეტოქე არ არსებობს. "ბარსელონა" ფავორიტია, მაგრამ დროზე ადრე "რომას" ჩამოწერა არ შეიძლება. ამ დაპირისპირებას მივესალმებით. იმედი მაქვს, შევებრძოლებით".

"ბარსელონა" და "სიტი" უმაღლეს დონეზე თამაშობენ, მაგრამ ნებისმიერი მეტოქე ძლიერი იქნებოდა - "რეალი", "იუვე", "ბაიერნი"...".

"ნორმალურია, რომ "ბარსა" ფავორიტია, მათ დიდებული ისტორია აქვთ, თუმცა ვიბრძოლებთ, ეს ფეხბურთია. ორი მატჩი გველოდება, ბოლომდე დავიხარჯებით", - ციტირებს Diario Sport მონჩის სიტყვებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები