ემერი ნეიმარის რეალში შესაძლო გადასვლაზე: "არ ვიცი, პერესს ჰკითხეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ემერი ნეიმარის რეალში შესაძლო გადასვლაზე: "არ ვიცი, პერესს ჰკითხეთ"


ემერი ნეიმარის რეალში შესაძლო გადასვლაზე:

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ თავდამსხმელ ნეიმარის მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლაზე მორიგი განცხადება გააკეთა.

"უკვე 30-ჯერ ვუპასუხე პრესკონფერენციებზე ამ კითხვას. "პსჟ"-ს დიდი პროექტი აქვს, ნეიმარი კი ამ პროექტის ნაწილია".

"ნეიმარი "რეალში"? არ ვიცი, ფლორენტინო პერესს ჰკითხეთ", - თქვა ემერიმ MARCA-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, 26 წლის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი პარიზულ კლუბს გასულ ზაფხულს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ბარსელონადან" შეუერთდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები