როისმა შესაძლოა მომდევნო მატჩი გამოტოვოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

როისმა შესაძლოა მომდევნო მატჩი გამოტოვოს


როისმა შესაძლოა მომდევნო მატჩი გამოტოვოს

დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა და შემტევმა ნახევარმცველმა, მარკო როისმა, შესაძლოა ამ უქმეებზე დაისვენოს.

28 წლის გერმანელი, რომელმაც ახლახანს სერიოზული ტრავმა მოიშუშა და მშვენიერი ფორმა აკრიფა, ევროპა ლიგის საპასუხო შეხვედრაში "ზალცბურგთან" (0:0) კუნთის პრობლემების გამო ნაადრევად შეცვალეს.

გერმანული პრესის ინფორმაციით, მარკოს თამაში ბუნდესლიგის 27-ე ტურში "ჰანოვერის" წინააღმდეგ საეჭვოა.

28 წლის გერმანელმა 8 თვიანი პაუზის შემდეგ ჩატარებულ 9 თამაშში 3 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები