ნედვედი მარსიალის აგენტს შეხვდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნედვედი მარსიალის აგენტს შეხვდა


ნედვედი მარსიალის აგენტს შეხვდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბმა, ანტონი მარსიალმა კარიერა შეიძლება იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

Premium Sport-ის ცნობით, "იუვენტუსის" ვიცე-პრეზიდენტი, პაველ ნედვედი ფრანგი ფეხბურთელის აგენტს, ნელიო ლუკასს შეხვდა.

არსებული ინფორმაციით, მხარეებმა 22 წლის ფრანგის შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

ერთადერთი პრობლემა მარსიალის სატრანსფერო ღირებულებაა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" საეჭვოა 65 მილიონ ევროზე ნაკლები მოითხოვოს.

მარსიალს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები