ლიოვმა ახსნა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში როისი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლიოვმა ახსნა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში როისი


ლიოვმა ახსნა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში როისი

მოგეხსენებათ, დღეს, იოაჰიმ ლიოვმა ამხანაგური მატჩებისთვის გერმანიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადში ვერ მოხვდა დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი, მარკო როისი.

"მნიშვნელოვანია, რომ მარკო ნელ-ნელა დაბრუნდეს უმაღლეს დონეზე. ახლახანს გამოჯანმრთელდა, რიტმში უნდა ჩადგეს და დამაჯერებლობა დაიბრუნოს. ახლა მისთვის სტაბილურობაა საჭირო", - თქვა ლიოვმა გერმანულ პრესასთან საუბრისას.

მარკო როისს "ბუნდესთიმის" რიგებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული, ცხრა გოლი გატანილი და ოთხი საგოლე პასი გაკეთებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები