კონტე: "მორატა ნაკრებში არ გამოიძახეს? მთავარია ჩელსიში ითამაშოს კარგად" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კონტე: "მორატა ნაკრებში არ გამოიძახეს? მთავარია ჩელსიში ითამაშოს კარგად"


კონტე:

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის ესპანეთის ნაკრების განაცხადს მიღმა ფორვარდ ალვარო მორატას დარჩენას გამოეხმაურა.

"ეს კითხვა უკეთესია ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს დაუსვათ და არა მე. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა "ჩელსიში" კარგად ითამაშონ. იმედი მაქვს, მორატა კვირას გოლს გაიტანს", - ციტირებს კონტეს სიტყვებს SportsMole.

პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მორატამ 24 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი შეაგდო.

18 მარტს, ინგლისის თასის 1/4 ფინალის ეგიდით, "ჩელსი" "ლესტერს" შეხვდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები