ჩიხურამ 92-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩიხურამ 92-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო [VIDEO]



ეროვნული ლიგის მესამე ტურში გამართული მატჩი საჩხერის "ჩიხურასა" და "რუსთავს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის პირველი ტაიმი შედარებით თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა, თუმცა მასპინძლები მცირე უპირატესობას მაინც ფლობდნენ.

მეორე ტაიმში, გაბულოვის გაძევების შედეგად, "ჩიხურა" სრულ უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა, თავის მხრივ, რუსთაველთა კონტრ-შეტევებიც წარუმატებელი გამოდგა.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა იონანიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

3 ტურის შემდეგ, "ჩიხურას" 1 ფრე და 2 მოგება აქვს, "რუსთავს" კი 1 მოგება, 2 წაგება.

ჩიხურა - რუსთავი 1:0

გოლები: იონანიძე 92.

გაფრთხილება: კობახიძე, გაბულოვი (გაძევება), კაკუბავა, მაისაშვილი.

შემადგენლობები

ჩიხურა: ჰამზიჩი, მირცხულავა, მარკოზაშვილი, მაისაშვილი, გაბედავა, ლექვთაძე, ბუღრიძე, კაკუბავა, ჩიკვაიძე, მეგრელიშვილი, კაშია.

შეცვლა: ჩიხლაძე, გუგა, იონანიძე.

რუსთავი: რევიშვილი, პაპავა, მიქელთაძე, ცარიკაევი, ფონიავა, კობახიძე, ცხოვრებოვი, გაბულოვი, ენდელაძე, ციცქიშვილი, მარცვალაძე.

შეცვლა: ქავთარაძე, სიჭინავა, ცინცაძე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები