ნაპოლიმ რეინას შემცვლელი იპოვნა
თარიღი: მარტი 17, 2018, 20:00
გერმანიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერი, ბერნდ ლენო, მომდევნო სეზონიდან "ნაპოლის" ღირსებას დაიცავს.
ცნობილი იტალიური გამოცემა "Corriere dello Sport" იტყობინება, რომ ნეაპოლური კლუბი ლენოს უკვე შეუთანხმდა და მისი ტრანსფერი დაახლოებით 20-25 მილიონი ევრო დაუჯდება.
26 წლის გერმანელი კიპერი უკვე წლებია ლევეერკუზენის "ბაიერის" ღირსებას იცავს და მისი კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვლილი, მაგრამ კლუბის დატოვება სურს.
ლენოს "ბაიერის" მაისურით 296 მატჩი აქვს ჩატარებული და 98 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE