ალეგრი - ემერის შეცვლის მთავარი კანდიდატი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალეგრი - ემერის შეცვლის მთავარი კანდიდატი


ალეგრი - ემერის შეცვლის მთავარი კანდიდატი

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, მომდევნო სეზონიდან შესაძლოა "პარი სენ ჟერმენს" უხელმძღვანელოს.

ცნობილი იტალიური გაზეთი "La Gazzetta dello Sport" ავრცელებს, რომ პარიზული კლუბის ფავორიტი სწორედ 50 წლის იტალიელი სპეციალისტია, რომელმაც "იუვე" შესაძლოა ზაფხულში დატოვოს.

ფრანგული კლუბი უნაი ემერისთან მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებენ და ესპანელ სპეციალისტს ამ სეზონის შემდეგ დაემშვიდობებიან.

"პსჟ-ს" მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, ამიტომ კლუბის ბოსები უმიზნებენ ალეგრის, რომელმაც "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლო 3 წელიწადში ორჯერ გაიყვანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები