VIDEO: სალაჰის პოკერით ლივერპულმა უოტფორდი გაანადგურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: სალაჰის პოკერით ლივერპულმა უოტფორდი გაანადგურა



ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურში "ლივერპული" "უოტფორდი" საკუთარ მოედანზე არ დაინდო და მეტოქე 5:0 გაანადგურა.

მერსესაიდული გრანდის რიგებში კვლავ გაიბრწყინა ეგვიპტელმა შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც პოკერი გაიფორმა და 1 ასისტი გააკეთა.

იურგენ კლოპის გუნდმა 63 ქულა დააგროვა და "ტოტენჰემი", რომელსაც 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, დროებით 2 ქულით ჩამოიტოვა.

ლივერპული 5:0 უოტფორდი

გოლები: 1:0 - სალაჰი (4'), 2:0 - სალაჰი (43'), 3:0 - ფირმინო (49'), 4:0 - სალაჰი (77'), 5:0 - სალაჰი (85').

ლივერპული: კარიუსი; ჯო გომესი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; ჩანი, ჰენდერსონი, ვიინალდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე.

ცვლილება: მილნერი (ჩანი), ჩემბერლენი (ვიინალდუმი), ინგზი (ფირმინო).

უოტფორდი: კარნეზისი; ბრიტოსი, პრიოდლი, მარიაპა, ჰოლებასი; დუკურე, კაპუ; კიკო, რიშარლისონი, ფერეირა; დინი.

ცვლილება: ჰიუზი (რიშარლისონი), ოკაკა (დინი), იანმაატი (ბრიტოსი).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები