იუვენტუსის დირექტორი: "რეალის არ გვეშინია!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსის დირექტორი: "რეალის არ გვეშინია!"


იუვენტუსის დირექტორი:

ტურინის "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ, მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ პაექრობაზე ისაუბრა.

"იუვენტუსი" ისტორიულად ყოველთვის ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე იყო და ეს ჩვენს გენებშია. ჩვენ კვლავ ისეთივე კონკურენტუნარიანები ვართ, როგორც ერთი ან ორი წლის წინ.

ვფიქრობ, მადრიდის "რეალს" ცოტათი ადრე შევხვდით, მაგრამ მათ ადრე თუ გვიან მაინც გადავეყრებოდით. ჩემი აზრით, ეს მსოფლიოს უძლიერესი გუნდია, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემთ, მაგრამ საერთოდ არ გვეშინია", - განაცხადა მაროტამ.

"ბებერი ქალბატონი" "სამეფო კლუბს" ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ფინალში შეხვდა და კარდიფში 1:4 განადგურდა, ახლა კი ტურინელები რევანშის აღებას ეცდებიან.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალიიუვენტუსი ბეპე მაროტა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები