გიორგი ხარაიშვილმა ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიორგი ხარაიშვილმა ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა [VIDEO]



რამდენიმე კვირის წინ, ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი სათამაშოდ შვედეთში გადავიდა.

"საბურთალოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველის დებიუტი "გიოტებორგში" უკვე შედგა. "მალმიოსთან" ის შეცვლაზე შეიყვანეს.

"გიოტებორგსა" და "ბრომაპოიაკარნას" შორის გამართული ამხანაგური შეხვედრა კი ხარაიშვილის გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზევე გამოვიდა და სადებიუტო გოლიც გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები