კლოპმა სალაჰისა და მესის შედარებაზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლოპმა სალაჰისა და მესის შედარებაზე კომენტარი გააკეთა


კლოპმა სალაჰისა და მესის შედარებაზე კომენტარი გააკეთა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ლივერპულის" ეგვიპტელმა" შემტევმა მოჰამედ სალაჰმა მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა.

"უოტფორდთან" გამართულ შეხვედრაში, სალაჰმა 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. მისმა გუნდმა კი 5:0 მოიგო.

"სალაჰი საოცარი ფეხბურთელია და ის იდეალურ ფორმაშია, თუმცა არც მე და არც თავად სალაჰს არ გვინდა, რომ გულშემატკივრებმა ის მესის შეადარონ.

რასაც ახლა სალაჰი აკეთებს, მესი ამას უკვე წლების სთავაზობს გულშემატკივარს. ბოლო ფეხბურთელი მესის მოსვლამდე, ვინც ასე კარგად თამაშობდა, დიეგო მარადონა იყო.

მოჰამედი კი იმედია ასე გააგრძელებს, მას ყველაფერი აქვს, რომ საუკეთესო იყოს. თანაგუნდელები კი სალაჰს კარგად უგებენ", - ამბობს კლოპი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები