პოჩეტინო ვიდეოგამეორებაზე: "ეს კოშმარია!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოჩეტინო ვიდეოგამეორებაზე: "ეს კოშმარია!"


პოჩეტინო ვიდეოგამეორებაზე:

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, ფეხბურთში დამხმარე ტექნოლოგიების დანერგვით დიდად მოხიბლული არ არის.

"VAR - სრული კოშმარია. ვწუხვარ იმ ადანიამების გამო, რომლებიც ვიდეოგამეორების გამოყენებას ცდილობენ.

მე მირჩევნია, რომ მთავარმა მსაჯმა და გვერდითმა არბიტრებმა შეცდომები დაუშვან, ვიდრე გადაწყვეტილებას 3-4 წუთი ველოდო.

ვნახოთ როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი მსაჯთა ბრიგადაზე. ყველაფერი რთულია, მაგრამ ყველაზე მეტად არ მომწონს გავლენა, რომელსაც VAR გულშემატკივრებზე ახდენს. ვფიქრობ, ეს ცუდად დასრუდლება, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება მსოფლიო ჩემპიონატზე", - განაცხადა 46 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა.

მიმდინარე სეზონში VAR (Video Assistant referee) გერმანიისა და იტალიის ეროვნულ ჩემპიონატებში დაინერგა, ხოლო ფიფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეს ტექნოლოგია 2018 წლის მუნდიალზეც იქნება გამოყენებული.
ასევე იხილეთ თემაზე:
ტოტენჰემი მაურისიო პოჩეტინო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები