სალაჰი: "სიტი პრემიერ ლიგის სხვა გუნდებზე გაცილებით ძლიერია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სალაჰი: "სიტი პრემიერ ლიგის სხვა გუნდებზე გაცილებით ძლიერია"


სალაჰი:

"ლივერპულის" ეგვიპტელმა შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა, "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ შეხვედრებზე ისაუბრა.

"მანჩესტერ სიტი" ინგლისის პრემიერ ლიგის დანარჩენ გუნდებზე გაცილებით ძლიერია და მათ მხოლოდ ჩვენთან წააგეს.

ჩემპიონთა ლიგაზე საბოლოო შედეგი კენჭისყრაზეც არის დამოკიდებული, მაგრამ "ლივერპულს" არავისი ეშინია.

ჩვენ მეოთხედფინალში ვართ და მომდევნო რაუნდში გასვლის ზუსტად იმდენი შანსი გვაქვს, რამდენიც სხვა მეოთხედფინალისტებს", - განაცხადა მოჰამედმა.

პეპ გვარდიოლას გუნდი ინგლისის პრემიერ ლიგას 16 ქულიანი უპირატესობით დამაჯერებლად ლიდერობს. "სიტიმ" ეროვნულ ჩემპიონატში ერთადერთი მატჩი წააგო - სტუმრად "ლივერპულთან" 3:4.

"ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" გზები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ სტადიაზე გადაიკვეთა. პირველი მატჩი 4 აპრილს "ენფილდზე" გაიმართება, ხოლო საპასუხო - 10 აპრილს "ეტიჰადზე".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები