იკარდიმ ინტერის მაისურით მე-100 გოლი გაიტანა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იკარდიმ ინტერის მაისურით მე-100 გოლი გაიტანა


იკარდიმ ინტერის მაისურით მე-100 გოლი გაიტანა

მილანის "ინტერის" კაპიტანმა და ცენტრალურმა თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ, "სამპდორიასთან" დღევანდელ მატჩში საიუბილეო შედეგს მიაღწია.

"ნერაძურიმ" იტალიის სერია ა-ს 29-ე ტურში მეტოქე 5:0 გაანადგურა და იკარდიმ პოკერი გაიფორმა.

ამრიგად, 25 წლის არგენტინელ ფორვარდს "ინტერის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 100 ბურთი დაუგროვდა.

მაურო იკარდი მილანური გრანდის ღირსებას 2013 წლის ზაფხულიდან იცავს და 100 გოლის გასატანად 172 თამაში დასჭირდა.

იკარდი "ინტერის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-10 პოზიციას იკავებს და მის წინ მყოფ ერმანო აების მხოლოდ 6 ბურთით ჩამორჩება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი მაურო იკარდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები