საქართველომ რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპა მოიგო [ყველა ლელო] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საქართველომ რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპა მოიგო [ყველა ლელო]



რაგბი ევროპას ბოლო ტურის მატჩი "დინამო არენაზე" საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის შედგა.

მოგეხსენებათ, გასულ წელს რუმინელებმა საქართველო დაამარცხეს და დიდხნიანი პაუზის შემდეგ, რაგბი ევროპა მოიგეს.

მე-7 და მე-10 წუთებზე მეტოქეებმა ჯარიმები გაცვალეს, 21-ე წუთზე კი პირველი ლელო ლომიძემ დადო.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე, ანზორ სიჭინავამ მეორე ლელო დადო და საქართველოს კომფორტული უპირატესობა მოუპოვა.

ჩვენი ნაკრების მხრიდან ბოლო ლელო ასეიშვილმა დადო. მატჩს მიწურულს ლელოს დადება რუმინელებმაც შეძლეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 25:16.

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპას ტურნირს და ანთიმოზ ივერიელის თასის გამარჯვებული გახდა.

საქართველომ რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპა მოიგო [ყველა ლელო]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები