პსჟ-მ საკლუბო რეკორდი გაიმეორა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პსჟ-მ საკლუბო რეკორდი გაიმეორა


პსჟ-მ საკლუბო რეკორდი გაიმეორა

"პარი სენ ჟერმენმა" საფრანგეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში "ნიცა" გასვლაზე 2:1 დაამარცხა და საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

უნაი ემერის გუნდმა ლიგა 1-ში ზედიზედ 9 თამაში მოიგო, რაც საკლუბო რეკორდია, რომელიც პარიზელებმა გასული სეზონის მეორე ნახევარში დაამყარეს.

"პსჟ" ეროვნულ ჩემპიონატს 83 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს კონკურენტ "მონაკოს" უკვე 27 ქულით უსწრებს.

"პსჟ" ლიგა 1-ს მომდევნო ტურში სტუმრად "სენტ-ეტიენს" შეხვდება და ახალი რეკორდის დამყარებასთან ერთად საჩემპიონო ტიტულის ოფიციალურად გაფორმების შესაძლებლობაც ექნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები