"ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო" - საქართველოსთან მარცხის შემდეგ რუმინელთა მწვრთნელი გადადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო" - საქართველოსთან მარცხის შემდეგ რუმინელთა მწვრთნელი გადადგა



საქართველოსა და რუმინეთის დაპირისპირების შემდეგ, კომენტარი რუმინელთა თავკაცმა ლინ ჰოუელსმა გააკეთა.

"ეს ძალიან ძნელად მისაღები გადაწყვეტილება იყო, მაგრამ რუმინეთის ნაკრებს ვტოვებ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო თასზე გავედით, მაინც მივდივარ და მიხარია, რომ ეს კარგ დროს ხდება.

რაღ​აც მომენტებში მიმაჩნდა, რომ თანაბარი გუნდები თამაშობდნენ, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ანგარიშში არ ასახულა.

შეცდომები იმ მომენტში მოგვდიოდა, როცა სწორი გადაწყვეტილება შეიძლება შედეგის მომტანი ყოფილიყო. ვულოცავ საქართველოს ამ გამარჯვებას", - აცხადებს რუმინელთა მწვრთნელი.

რაგბი ევროპას ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუმინეთს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 25:16 დასრულდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები