ბატშუაიმ 55 წლიანი რეკორდი გაიმეორა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბატშუაიმ 55 წლიანი რეკორდი გაიმეორა


ბატშუაიმ 55 წლიანი რეკორდი გაიმეორა

დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელმა, მიჩი ბატშუაიმ, დღეს "ჰანოვერის" წინააღმდეგ თავისი მორიგი ბურთი გაიტანა და ფანტასტიკური შედეგი დააფიქსირა.

24 წლის ბელგიელმა ფორვარდმა "ყვითლების" მაისურით თავის პირველ 7 ბუნდესლიგის თამაშში 6 გოლის გატანა მოახერხა, რაც "ბორუსიას" ბოლო 55 წლიან ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ასეთი შედეგი დორტმუნდელთა რიგებში ბოლოს ლეგენდარულ პოლონელ ფორვარდს, ფრიდჰელმ კონიეცკას ჰქონდა, რომელმაც ეს რეკორდი შორეულ 1963 წელს დაამყარა, როდესაც ბუნდესლიგა დაარსდა.

მიჩი ბატშუაი დორტმუნდის "ბორუსიამ" იანვარში "ჩელსიდან" ინათხოვრა და მიჩიმ ყველა ტურნირზე ერთად უკვე 8 გოლის გატანა მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია მიჩი ბატშუაი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები