რომას ალისონის დაკარგვის არ ეშინია
თარიღი: მარტი 18, 2018, 19:14
"რომას" სპორტულმა დირექტორმა, მონჩიმ, ალისონ ბეკერის სატრანსფერო საგაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრაზილიელი გუნდს არ დატოვებს.
"ჩვენ ალისონის დაკარგვის არ გვეშინია. ის ჩვენთან ყოფნით ბედნიერია, ჩვენ კი მისი გუნდში ყოლით ვართ ბედნიერები.
ის, რასაც გაზეთის ფურცლებზე კითხულობთ, ყოველთვის მართალი არ არის. არც ჩვენ და არც პერსონალურად ალისონს არანაირი შემოთავაზება არ მიგვიღია.
ალისონს ყოველ კვირა ვესაუბრები და ის "რომაში" ბედნიერია", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
25 წლის ბრაზილიელი მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურად გამოიყურება და ევროპული ტოპ-კლუბების ყურადღება მიიქცია: მადრიდის "რეალის", "პსჟ-ს", "ლივერპულის".
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE