ფიორენტინა სავარჯიშო მოედანს ასტორის სახელს დაარქმევს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფიორენტინა სავარჯიშო მოედანს ასტორის სახელს დაარქმევს


ფიორენტინა სავარჯიშო მოედანს ასტორის სახელს დაარქმევს

"ფიორენტინა" ტრაგიკულად გარდაცვლილი დავიდე ასტორის საპატივსაცემო ღონისძიებებს აგრძელებს და ამჯერად სავარჯიშო მოედანს დაარქმევს მის სახელს.

31 წლის იტალიელი მცველი, რომელიც ფლორენციული კლუბის კაპიტანი იყო, "უდინეზესთან" მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს.

"სკუადრა ვიოლას" ხელმძღვანელობა დავიდეს სულის საპატივსაცემოდ 13 ნომრიანი მაისური, რომლითაც ასტორი თამაშობდა, საერთოდ გააუქმა და ახლა სავარჯიშო მოედანსაც გადაარქმევს სახელს.

"ასტორი სამუდამოდ ჩვენი კაპიტანი დარჩება", - აღნიშნა "იების" პრეზიდენტმა, მარიო ჩონინიმ.
ასევე იხილეთ თემაზე:
დავიდე ასტორი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები