ზიდანი: "ძალიან მინდა, რომ რონალდუმ მესის გადაასწროს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი: "ძალიან მინდა, რომ რონალდუმ მესის გადაასწროს"


ზიდანი:

"ხირონასთან" მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

მოგეხსენებათ, ამ შეხვედრაში სამეფო კლუბის ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდუმ 4 გოლი გაიტანა, "რეალმა" კი 6:3 იმარჯვა.

"რონალდუ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ეს მან კვლავ დაამტკიცა. მან კარგად იცის, როდის რა უნდა გააკეთოს და დანარჩენ ფეხბურთელებს თავისი კარგი თამაშით მუხტავს.

ძალიან მინდა, რომ რონალდუმ მესის გადაასწროს. სხვაობა მხოლოდ 3 გოლია. თუ რონალდუმ პიჩიჩი მოიგო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ზოგადად კი ლა ლიგაში მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ მეორე პოზიციის დასაკავებლად ვიბრძოლოთ", - ამბობს ზიდანი.

29 ტურის შემდეგ, "რეალი" მეორე ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები