მორატას კატასტროფული სტატისტიკა დასრულდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მორატას კატასტროფული სტატისტიკა დასრულდა


მორატას კატასტროფული სტატისტიკა დასრულდა

ინგლისის ასოციაციის თასის მატჩი "ლესტერსა" და "ჩელსის" შორის, ლონდონელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

ანტონიო კონტეს გუნდის მხრიდან პირველი გოლი ესპანელმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ გაიტანა.

მორატამ კატასტროფული სტატისტიკა დაასრულა. 2017 წლის დეკემბრის შემდეგ, მას გოლი საერთოდ არ ჰქონდა გატანილი.

ბოლო გუნდი, რომელსაც მორატამ გაუტანა, "ბრაიტონი" იყო. ამის შემდეგ, ალვარომ 13 შეხვედრა ჩაატარა და ვერცერთ მატჩში გამოიჩინა თავი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები