ნეიმარი ხელფასის გაზრდას ითხოვს - დეტალები ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარი ხელფასის გაზრდას ითხოვს - დეტალები ცნობილია


ნეიმარი ხელფასის გაზრდას ითხოვს - დეტალები ცნობილია

მოგეხსენებათ, ფრანგულ პრესაში გუშინ დაიწერა, რომ "პსჟ"-ს თავდამსხმელი, ნეიმარი ხელფასის მომატებას ითხოვს.

ბრიტანული პრესის ცნობით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლიდერს, რომელიც ამჟამად კვირაში 750 ათას ევროს გამოიმუშავებს, ანაზღაურების 1,1 მილიონამდე გაზრდა უნდა.

ცოტა ხნის წინ, კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ და 26 წლის სუპერვარსკვლავმა მოლაპარაკებები გამართეს, სამხრეთამერიკელმა კი პარიზელთა ბოსს ზემოთაღნიშნული პირობა წაუყენა.

შეგახსენებთ, ნეიმარს ამჟამინდელი მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წელს ეწურება.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "პსჟ"-ს ლიდერს პარიზულ კლუბში თამაში აღარ უნდა და "ბარსელონაში" დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს. გარდა ამისა, მისდამი ინტერესს მადრიდის "რეალიც" იჩენს.

ფრანგულმა კლუბმა, მოგეხსენებათ, ნეიმარი გასული წლის ზაფხულში "ბარსადან" სარეკორდო 222 მილიონ ევროდ შეიძინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები