ვან გაალმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვან გაალმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა


ვან გაალმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-თავკაცმა, ლუი ვან გაალმა პოლონელი ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის ინგლისურ კლუბში არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.

ჰოლანდიელის თქმით, "ბაიერნმა" გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაშვება არ მოინდომა, რომელსაც იგი ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელად მიიჩნევს.

"ვფიქრობ, "ბაიერნი" ლევანდოვსკის არ გაყიდის, მისი შეცვლა არ შეიძლება", - ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Bild.

"იგი არამხოლოდ ბევრ გოლს იტანს, არამედ უტევს და შეტევაში თანაგუნდელების ჩართვასაც ხედავს. ამ ეტაპზე, ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია".

"მანჩესტერ იუნაიტედში" მისი მიყვანა მინდოდა. "ემიუსთვის" ფასი პრობლემა არ ყოფილა, თუმცა "ბაიერნმა" რობერტის გაშვება არ მოინდომა", - დასძინა ლუიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები