"წაგებული ფინალების გამო, ბევრჯერ მიტირია" - მესიმ მომავალ მუნდიალზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"წაგებული ფინალების გამო, ბევრჯერ მიტირია" - მესიმ მომავალ მუნდიალზე ისაუბრა



"ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ლეო მესიმ აღნიშნა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ოცნებობს.

30 წლის სუპერვარსკვლავის თქმით, არგენტინელთა ამჟამინდელ თაობას მსოფლიო ჩემპიონობის უკანასკნელი შანსი ექნება.

"წაგებული ფინალების გამო, ბევრჯერ მიტირია. ისინი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და იმის გამო ვტიროდი, რომ არგენტინის ოცნებები ვერ ავახდინეთ. ეს სამი ფინალი ძლიერი დარტყმა იყო", - ციტირებს მესის სიტყვებს Goal.

"სამწუხაროდ, შედეგებზე ვართ დამოკიდებულები. ვგრძნობთ, რომ თუ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონები ვერ გავხდებით, ამ თაობის ფეხბურთელებს სხვა შანსი არ ექნებათ".

"ჩვენი ფინალში თამაში, გამარჯვება და ამ თასის აწევა წარმომიდგენია. ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ყოველ ჯერზე, როცა მუნდიალს ვუახლოვდებით, ეს ოცნება კიდევ უფრო ძლიერდება".

"იმედი მაქვს, ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენთვის წარმატებული იქნება და 2014 წლის მსგავსად, წარმოუდგენელი გამოცდილებას მივიღებთ. თუმცა, ამჯერად, ყველას ოცნება თასის აწევაა", - დასძინა ლეომ.

შეგახსენებთ, მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად 2014 წლის მუნდიალზე ფინალში გერმანიასთან დამარცხდა. 2015 და 2016 წლების ამერიკის თასზე კი არგენტინელებს ჩილელებმა აჯობეს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთის 11 ქალაქში ჩატარდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები