მემფის დეპაი: "ლიონში თამაშით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვერ გავხდები" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მემფის დეპაი: "ლიონში თამაშით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვერ გავხდები"


მემფის დეპაი:

"ლიონის" თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ აღნიშნა, რომ დიდ კლუბში თამაში უნდა.

ჰოლანდიელი შემტევის თქმით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვერ გახდება, თუ ფრანგულ გუნდში დარჩება.

"რა თქმა უნდა, მინდა მსოფლიოში საუკეთესო ვიყო, დიდი გუნდების და დიდი ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაში მინდა", - აცხადებს დეპაი შოუ Canal Football Club-თან ეთერში.

"რა არ მყოფნის იმისათვის, რათა მსოფლიოში საუკეთესო ვიყო? გულწრფელად ვამბობ, ეს თამაშის დონეს არ ეხება. "ლიონში" თამაშით მსოფლიოში საუკეთესო ვერ გავხდები".

"ლაკაზეტი "არსენალში" იმისათვის გადავიდა, რათა განვითარდეს. "ემიუში" ჩემი ასპარეზობა? ზოგჯერ ვრისკავ, ეს კი საუკეთესო გადაწყვეტილება არ ყოფილა. თუმცა, უნდა გავრისკო, რათა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე", - დასძინა მემფისმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები