ლაციომ ლუის ფელიპეს გაუხანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლაციომ ლუის ფელიპეს გაუხანგრძლივა


ლაციომ ლუის ფელიპეს გაუხანგრძლივა

"ლაციომ" ოფიციალურ საიტზე მცველ ლუის ფელიპესთან ხელშეკრულების გახანგრძლივება დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, ბრაზილიელი უკანახაზელი რომაელთა რიგებში 2022 წლამდე დარჩება.

ლუის ფელიპემ ამ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა.

მიმდინარე სეზონში ცენტრალურმა მცველმა "ლაციოს" რიგებში 22 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე ერთად.

ლუის ფელიპე იტალიურ კლუბში 2016 წლიდან ირიცხება. გასული სეზონი მან სერია ბ-ს ბინადარ "სალერანტინაში" გაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები