ბარსელონა ალაბას შეძენასთან ახლოსაა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონა ალაბას შეძენასთან ახლოსაა


ბარსელონა ალაბას შეძენასთან ახლოსაა

"ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნთან" მცველ დავიდ ალაბას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

Don Balon-ის ინფორმაციით, კლუბები მოლაპარაკებების დასკვნით სტადიაზე არიან. თავად ფეხბურთელმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გადაბარგების სურვილი უკვე გამოთქვა.

ავსტრიელის ტრანსფერი 70 მილიონ ევროდ ფასდება.

გარდა კატალონიური გრანდისა, ალაბასადმი ინტერესს მადრიდის "რეალიც" იჩენს, თუმცა, ამ ეტაპზე, ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "ბარსელონაა" ლიდერი.

"რეკორდმაისტერთან" მცველს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება. დავიდი მიუნხენურ კლუბში 2009 წლიდან ირიცხება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები