სარი: "ნაპოლი მოსალოდნელზე მაღალ პოზიციას იკავებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სარი: "ნაპოლი მოსალოდნელზე მაღალ პოზიციას იკავებს"


სარი:

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, იტალიის ჩემპიონატში საკუთარი გუნდის მდგომარეობა შეაფასა.

"ჩვენ აშკარად იმაზე მაღლა ვიმყოფებით, ვიდრე ვგეგმავდით. "ჯენოასთან" თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მანამდე ზედიზედ ორი მატჩი არ გვქონდა მოგებული.

საკმაოდ რთული მატჩი გამოდგა, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიეთ და საჭირო სამი ქულა ავიღეთ. ბიჭებს მთელი კვირის განმავლობაში ვეუბნებოდი, რომ მოთმინება იყო საჭირო და მათ ზუსტად გამიგეს", - განაცხადა სარიმ.

29 ტურის შემდეგ ნეაპოლური კლუბი იტალიის სერია ა-ში მეორე ადგილს იკავებს და "იუვენტუსს" 2 ქულით ჩამორჩება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი მაურიციო სარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები