სერია ა-ში უნიკალური რეკორდი დამყარდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სერია ა-ში უნიკალური რეკორდი დამყარდა


სერია ა-ში უნიკალური რეკორდი დამყარდა

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში საჩემპიონო ბრძოლა საკმაოდ დაძაბული და საინტერესოა, რის შედეგადაც ტურნირზე ისტორიული შედეგი დაფიქსირდა.

იტალიის სერია ა-ს ისტორიაში პირველად - 29 ტურის შემდეგ მინიმუმ 73 ქულის მოპოვება ორმა გუნდმა მოახერხა.

იტალიის ჩემპიონატს 75 ქულით ტურინის "იუვენტუსი" ლიდერობს, რომელსაც მაურიციო სარის ბრწყინვალე "ნაპოლი" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლო ტურებამდე გაგრძელდება და აღსანიშნავია, რომ "იუვესა" და "ნაპოლის" ტურინში ერთმანეთშიც აქვთ სათამაშო - ეს მატჩი 22 აპრილს 34-ე ტურში გაიმართება.

ტურინულმა გრანდმა იტალიის სერი ა ზედიზედ ექვსჯერ მოიგო, ხოლო ნეაპოლელებს სკუდეტო 1990 წლის შემდეგ არ მოუგიათ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები