მონტელა: "კუტრონე ჩემი შექმნილია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონტელა: "კუტრონე ჩემი შექმნილია"


მონტელა:

"მილანის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ, "როსონერის" ახალგაზრდა ფორვარდის, პატრიკ კუტრონეს, შთამბეჭდავი პროგრესი შეაფასა.

"ძალიან მიხარია, რომ კუტრონე იტალიის ნაკრებში პირველად გამოიძახეს.

შთაბეჭდილება მაქვს, რომ ეროვნულ გუნდში თითქოს მე დამიძახეს, ვინაიდან ის ნაწილობრივ ჩემი შექმნილია.

მასთან ერთად საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ, ვარჯიშებზე განვითარებისათვის ყველაფერს ვაკეთებდით და ახლა პატრიკი იტალიის ნაკრების მომავალია", - განაცხადა "სევილიას" თავკაცმა.

20 წლის იტალიელი თავდამსხმელი "მილანის" პირველ გუნდში მიმდინარე სეზონის წინ სწორედ მონტელამ დააწინაურა და სათამაშო პრაქტიკას ხშირად აძლევდა.

პატრიკ კუტრონემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 37 თამაშში 15 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები