იკარდი: "ინტერის კაპიტნობა გოლების გატანაზე უკეთესია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იკარდი: "ინტერის კაპიტნობა გოლების გატანაზე უკეთესია"


იკარდი:

მილანის "ინტერის" საუკეთესო ბომბარდირმა, მაურო იკარდიმ, აღნიშნა, რომ "ნერაძურიში" თამაშითა და გუნდის კაპიტნობით ძალიან ბედნიერია.

"გოლების გატანა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის "ინტერის" კაპიტნობას უფრო მნიშვნელოვანი როლი აქვს.

ამ ყველაფრით ვამაყობ და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემთვის რთული არ არის, ვინაიდან შესაფერისი მენტალიტეტი მაქვს.

"ინტერისადმი" სიყვარაული ბავშვობიდან მქონდა და ფლეისთეიშენის თამაშის დროსაც "ინტერს" ვირჩევდი, მაგრამ ამას მაშინ ადრიანოს გამო ვაკეთებდი", - აღნიშნა 25 წლის არგენტინელმა.

მაურო იკარდი მილანური გრანდის ღირსებას 2013 წლიდან იცავს და იტალიის ჩემპიონატის წინა ტურში "სამპდორიასთან" (5:0) გაფორმებული პოკერის შემდეგ "ნერაძურის" მაისურით 172 თამაშში უკვე 100 გოლი დაუგროვდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი მაურო იკარდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები