ესპანეთის საგადასახადომ რონალდუს ადვოკატების წინადადებაზე უარი თქვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ესპანეთის საგადასახადომ რონალდუს ადვოკატების წინადადებაზე უარი თქვა


ესპანეთის საგადასახადომ რონალდუს ადვოკატების წინადადებაზე უარი თქვა

ჯერჯერობით, "რეალის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს ადვოკატები ესპანეთის საგადასახადოს საქმის დახურვაზე ვერ უთანხმდებიან, წერს გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.

რონალდუ მზადაა ჯარიმის სახით 3,8 მილიონი ევრო გადაიხადოს, რათა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს. მიუხედავად ამისა, საგადასახადო ორგანოებმა ეს წინადადება უარყვეს.

მოგეხსენებათ, კრიშტიანუ 2011-14 წლების პერიოდში 14,8 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაშია ბრალდებული.

პროკურატურა მიიჩნევს, რომ 33 წლის სუპერვარსკვლავი გადასახადების დასამალად შექმნილ ბიზნეს-სტრუქტურას იყენებდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები