ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერტ ვან მარვეიკმა მიმდინარე კონტრაქტი კიდევ უფრო დიდი ხნით გაახანგრძლივა.
ამრიგად, 59 წლის სპეციალისტი, რომელმაც ჰოლანდიასთან ერთად ვერცხლის მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე, ნაკრებში 2016 წლამდე იმუშავებს.
"მოხარული ვარ, რომ ყველაფერი ასე მოხდა. მომწონს ამ ნაკრებში მუშაობა და მასთან ერთად გამარჯვებების მოპოვება. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ახლა მიმდინარეობს." - განაცხადა ვან მარვეიკმა.