დელ პიერო: "დიბალა ჯარიმებში მალე მაჯობებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დელ პიერო: "დიბალა ჯარიმებში მალე მაჯობებს"


დელ პიერო:

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა მოთამაშემ, ალესანდრო დელ პიერომ, "ბებერი ქალბატონის" ამჟამინდელი ათიანი პაულო დიბალა შეაქო.

"თავის დროზე საკმაოდ ბევრს ვმუშაობდი იმისათვის, რომ საჯარიმო დარტყმები კარგად შემესრულებინა, მაგრამ დიბალა ამ კომპონენტში უკვე ჩემზე არანაკლებ ძლიერია.

მას კიდევ ბევრი დრო აქვს იმისათვის, რომ ჩემი მიღწევა გააუმჯობესოს. მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა დელ პიერომ.

იტალიელმა თავდამსხმელმა "იუვეს" მაისურით თავის დროზე 22 საჯარიმო გოლი გაიტანა, ხოლო 24 წლის არგენტინელის ანგარიშზე 9 ასეთი შედეგიანი დარტყმაა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი დელ პიერო პაულო დიბალა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები