იუვენტუსი მსოფლიო ჩემპიონი მცველით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსი მსოფლიო ჩემპიონი მცველით დაინტერესდა


იუვენტუსი მსოფლიო ჩემპიონი მცველით დაინტერესდა

ტურინის "იუვენტუსი" მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" უნივერსალური მცველით, მატიას გინტერით, დაინტერესდა.

იტალიური გამოცემა "Corriere dello Sport" იტყობინება, რომ ტურინული გრანდის ქომაგები ბუნდესლიგის 27-ე ტურის მატჩს "მ.ბორუსიასა" და "ჰოფენჰაიმს" შორის (3:3) ესწრებოდნენ და სწორედ გინტეს აკვირდებოდნენ.

24 წლის გერმანელი მოთამაშე, რომელსაც დაცვის ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში, მიუნხენგლადბახურ კლუბს გასული წლის ზაფხულში დორტმუნდის "ბორუსიადან" შეუერთდა და მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა.

მატიას გინტერი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, რომელიც 2014 წლის მუნდიალზე გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში იყო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები